ვეტერანი მცველები ჯონ ტერი და ბრანისლავ ივანოვიჩი მართლაც საუცხოო ფორმაში არიან და უშუალო მოვალეობების უნაკლოდ შესრულების გარდა, თავდასხმასაც აქტიურად ეხმარებიან, რაც პარიზშიც გამოჩნდა ტერი-კეჰილი-ივანოვიჩის ულამაზესი კომბინაციისას, რომლისაც ნებისმიერ შემტევ ხაზს შეშურდებოდა, "ბარსელონას" MSN-საც (მესი, სუარესი, ნეიმარი) და "რეალის" BBC-საც (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო).
ეს ყველაფერი ფაქტებით შეგვიძლია გავამყაროთ - "ჩელსის" მცველებს, ჯამში, 14 გოლი აქვთ მიმდინარე სეზონში გატანილი, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია ნებისმიერი გუნდის უკანახაზთან შედარებით, რაც პრემიერლიგის ლიდერისთვის,
პსჟ-ის მატჩს კი პიტერ კრაუჩიც უყურებდა და გოლის ნახვისას "სტოკის" ახმახ ფორვარდს მუზა მოუვიდა. მან სოციალურ ქსელში დაასტატუსა: "ტერის ჩაწოდება, კეჰილის ილეთი და ივანოვიჩის გოლი... და სად იყო ასპილიკუეტა?".
კრაუჩი ასპილიკუეტას ადგილმდებარეობით დაინტერესდა და ესპანელი "გაკიცხა", რომ ამ კომბინაციაში მანაც არ მიიღო მონაწილეობა. კრაუჩის ხუმრობა ფანებმაც აიტაცეს და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ოხუნჯობის ხასიათზე დამდგარა სლავენ ბილიჩიც. ხორვატიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომელიც ამჟამად თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობს, პრემიერლიგის ხან რომელ გუნდს უკავშირებენ და ხან რომელს. ბოლო "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, 46 წლის ბილიჩი სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინის ჩაანაცვლებს, ჩილელს მაინც მოუწევს წასვლაო. როდესაც ბილიჩს ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, სიცილით მოკვდა და ასე უპასუხა:
"კი, ეს მართალია, "სიტი" შემეხმიანა. მითხრეს, რომ ვენსან კომპანის, სამირ ნასრისა და იაია ტურეს ყიდიან იმისთვის, რომ მე გამწვდნენ. სინამდვილეში კი, არანაირი კონტაქტი და მოლაპარაკება არ ყოფილა. ახლა მე მხოლოდ "ბეშიქთაშზე" ვარ კონცენტრირებული" - ღიმილით განაცხადა ბილიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"