ჰოლანდიის ნაკრებისა და პსვ-ს ახალგაზრდა ტალანტი
მემფის დეპაი ირიბად მიანიშნებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ "ოლდ ტრაფორდზე" სიამოვნებით ითამაშებდა. ზაფხულში მანჩესტერელებს 21 წლის შემტევის გამოსყიდვის კარგი შანსი ექნებათ და ეს ვარიანტი მით უფრო რეალური იქნება,
თუ ლუი ვან გაალი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.
სამაგიეროდ, შემცირდა
მაურო იკარდის ხელში ჩაგდების შანსი. არგენტინელს, "მანჩესტერის" გარდა, ლონდონის "არსენალი" და "ჩელსიც" უტრიალებენ, მაგრამ მილანის "ინტერმა" თავისი პოზიცია დააფიქსირა - იკარდი არ იყიდებაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"