არსენ ვენგერის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ტაიმის მიწურულს ალექსის სანჩესმა თავით დაუგდო თეო უოლკოტს, რომელმაც გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმში "არსენალის" მოედნის ბატონ-პატრონი იყო, თითო გოლი გაიტანეს სანჩესმა, კაპიტანმა პერ მერტეზაკერმა და შეცვლაზე შესულმა ოლივიე ჟირუმ - 4:0.
ამით "არსენალმა" ინგლისის ასოციაციის თასი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეთორმეტედ მოიგო. ეს ინგლისის ახალი რეკორდია. თავად ვენგერმა ინგლისის თასი მეექვსედ მოიგო და ამით
"არსენალის" მოგების წყალობით პრემიერლიგის მეშვიდე ადგილოსანმა "საუთჰემპტონმა" ევროპალიგის საგზური მიიღო.
არსენალი-ასტონ ვილა 4:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (40), 2:0 სანჩესი (50), 3:0 მერტეზაკერი (62), 4:0 ჟირუ (93)