"ნიუკასლ იუნაიტედი": ჯონ კარვერი მაინც გაუშვეს

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ჯონ კარვერი და სამწვრთნელო შტაბის წევრი სტივ სტოუნი მოხსნა. თავად მფლობელ-პრეზიდენტი მაიკ ეშლი კი, ფანების მოთხოვნისა და პროტესტის მიუხედავად, არც კლუბის გაყიდვას აპირებს და არც სადმე წასვლას.

50 წლის კარვერი ჯერ დროებითი მწვრთნელი იყო, მერე მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ ორმხრივი სურვილისა და იმედის მიუხედავად, დიდად წარმატებული თანამშრომლობა არ შედგა.

მართალია, საბოლოოდ "ნიუკასლი" პრემიერლიგაში დარჩა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გუნდიდან ალან პარდიუ წავიდა და კარვერი დაინიშნა, "კაჭკაჭებს" გავარდნა ნამდვილად არ ემუქრებოდათ. ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით კი,
20 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგეს და დარჩენა ბოლო ტურში გაინაღდეს.

ჯორდების მწვრთნელი, ალბათ, სტივ მაკლარენი გახდება. ყოველ შემთხვევაში, პოსტზე მოსვლის მთავარ კანდიდატად სწორედ ის ითვლება. მაკლარენი მაისის მიწურულს "დერბიდან" გაუშვეს და ახლა იგი ოჯახთან ერთად ისვენებს, კვირის ბოლოს კი უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული