"ლივერპული" კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ლივერპულმა" ნათანიელ კლაინთან დაკავშირებით თავისას მიაღწია.

ინგლისური პრესა იუწყება, რომ ამჯერად "საუთჰემპტონმა" მერსისაიდელების წინადადება მიიღო და "წმინდანები" 24 წლის მცველის სანაცვლოდ 12,5 მილიონ გირვანქას მიიღებენ.

კულუარული ინფორმაციით, კლაინი ლივერპულში იმ კვირაში ჩავა, გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც ოფიციალურად განხორციელდება.

თუ იქამდე კიდევ რამე არ მოასწრეს, რაც "ენფილდის" ბინადრების მიერ აღებული ტემპით გამორიცხული სულაც არ არის, კლაინი ამ ზაფხულს მერსისაიდელთა უკვე მე-6 ახალწვეული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული