ეტიენ კაპუ - "უოტფორდის" სარეკორდო შენაძენი

AutoSharing Option
ეტიენ კაპუ კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. პრემიერლიგაში დაბრუნებული გუნდი 26 წლის ფრანგის ტრანსფერზე "ტოტენჰემს" მოელაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ "დეზებმა" იგი "ტულუზიდან" გადმოიყვანეს, მაგრამ იგი "უაით ჰართ ლეინზე" კარგად ვერ ათამაშდა.

კაპუმ ახალ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია ის, რომ კაპუ "უოტფორდის" სარეკორდო შენაძენი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული