![](https://sportall.ge/pictures/image31/93d12a9cb4f397faa3a80b48e8377d97.jpg)
პანტიჩის "პარტიზანიდან" ლონდონურ კლუბში გადასვლის დეტალები არ ხმაურდება.
უახლოეს სეზონს კი ახალგაზრდა ნახევარმცველი იჯარის წესით არნემის "ვიტესში" გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" ორი ქართველი ფეხბურთელი: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.
"ძალიან მიხარია "ჩელსიში" გადასვლა, რომელიც ინგლისის ჩემპიონია. იმედია, ამ სეზონში "ვიტესში" ჩემს დონეს ვაჩვენებ", - თქვა პანტიჩმა.