27 წლის კამერუნელმა წინა სეზონში იჯარის წესით ითამაშა "ჩაქუჩებში" და 31 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ ის 2005-12 წლებში "არსენალში" თამაშობდა. სონგი "ვესტ ჰემს" სამწლიან კონტრაქტზე გაურიგდა.
"იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის და ამ შემთხვევაში უმალვე სიამოვნებით გავაფორმებთ შეთანხმებას", - განაცხადა ლონდონური კლუბის თანამფლობელმა დევიდ სალივანმა, რომელიც სონგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"