"ვესტ ჰემმა" ალექს სონგის გამოსყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემმა" "ბარსელონასგან" ალექს სონგის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

27 წლის კამერუნელმა წინა სეზონში იჯარის წესით ითამაშა "ჩაქუჩებში" და 31 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ ის 2005-12 წლებში "არსენალში" თამაშობდა. სონგი "ვესტ ჰემს" სამწლიან კონტრაქტზე გაურიგდა.

"იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის და ამ შემთხვევაში უმალვე სიამოვნებით გავაფორმებთ შეთანხმებას", - განაცხადა ლონდონური კლუბის თანამფლობელმა დევიდ სალივანმა, რომელიც სონგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული