ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ "ჩელსი" მზად არის 40 მლნ გადაიხადოს

AutoSharing Option
ბოლო ინფორმაციით, "ჩელსი" მზად არის, ჯონ სტოუნსის სანაცვლოდ "ევერტონს" უკვე 40 მილიონი გირვანქა გადაუხადოს.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კულუარული ცნობებით, თავად ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ამოუღია ხმა და "კანფეტების" ხელმძღვანელობისთვის, მწვრთნელითურთ განუცხადებია - "გუდისონ პარკიდან" წასვლა მინდაო. ასე რომ, წესით, ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. ისე კი, "ევერტონს" სათადარიგო ვარიანტად "ტოტენჰემის" არგენტინელი ცენტრალური მცველი ფედერიკო ფასიო ჩაუნიშნავს. 28 წლის მოთამაშეზე მერსისაიდელები იმის გამო გადაერთვნენ, რომ "სუონსის" ეშლი უილიამსი ვერაფრით დაიყოლიეს.

გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაციაც. თუ "ლურჯებს" საბოლოოდ სტოუნსის
ხელში ჩაგდება მაინც არ გამოუვათ, შესაძლოა, ესეკიელ გარაის დამატებაზე დაფიქრდნენ. ყოველ შემთხვევაში, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" მზად არის, ნახსწენები ფასიოსი არ იყოს, ასევე არგენტინელ და ასევე 28 წლის მცველს მისაღები ფასი დაადოს.

ამასობაში, სტოუნსის ყოფილი მწვრთნელი რონი ბრენსონი, რომელმაც ეს ახალგაზრდა ტალანტი გამოზარდა, მიიჩნევს, რომ 21 წლის მცველი "ჩელსიში" გადასვლის შემთხვევაში უპრობლემოდ მოერგება თავის ახალ გუნდს და "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს ძალიან წაადგება. ბრენსონი, რომელიც ახლა "ბარნსლის" ახლაგაზრდულ აკადემიაში მუშაობს, სტოუნსის თვისებებზეც საუბრობს.

"ის ნამდვილი მცველია, ძალიან მაღალი კლასის. ბევრს საუბრობენ იმაზე, რამდენად კარგია ის უშალო მოვალეობის შესრულებისას. ვხედავთ, რომ ბურთი მშვენივრად ამოაქვს და თაავდამსხმელებსაც ეხმარება, მაგრამ რამდენად მაღალ დონეზე შეუძლია უშუალოდ დაცვა?

პასუხი მარტივია - ძალიან მაღალ დონეზე. იგი მართლაც უაღრესად ნიჭიერია, შრომისმოყვარეა და არა მგონია, "ჩელსიში" გადასვლამ რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას" - თქვა ბრენსონმა, რომლის აზრით, სტოუნსს მონაცემებიც უწყობს ხელს და არც ვარსკვლავური დაავადება ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული