პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ანგარიში კევინ დე ბრუინმა მე-7 წუთზე გახსნა. 45+1 წუთზე ჯონ სტოუნსმა "მეთოფეების" კარი აიღო და "ქალაქელები" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. 54-ე წუთზე იმავე კევინ დე ბრუინმა მესამე გოლი გაიტანა. მიკელ არტეტას შეგირდებიდან ერთადერთი გოლი რობ ჰოლდინგმა შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი ერლინ ჰოლანმა 90+5 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 31 გამართული შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 73 ქულით მეორე პოზიციაზე რჩება, თუმცა "არსენალს" 2-ით მეტი მატჩი აქვს გამართული. პეპის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "ფულემთან" ჩაატარებენ.
როგორც მოგახსენეთ, "არსენალი" 75 ქულით 1-ელ პოზიციაზეა, 2 აპრილს კი "ჩელსის" უმასპინძლებს.
პრინციპში დოღლიგაა და კისერი უტეხით...ბეი ბეგი...თფუ...