ამის მიზეზი "ნისლიანი ალბიონის" კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და აურის გარდა, ის არაერთი კარგი ლეგიონერია, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში თამაშობს.
წამყვან ჩემპიონატებს შორის, პრემიერლიგა ლეგიონერების სიმრავლეზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ ეს უცხოელი ფეხბურთელები, კლუბების დიდ ნაწილში წამყვან როლებში გვევლინებიან. ისეთი კლუბებიც ვიცით, ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივ ფეხბურთელს საერთოდ რომ ვერ იპოვნი ან
პრემიერლიგაში ამჟამად მოთამაშე 529 ფეხბურთელიდან 176 ინგლისელია. მეორე ადგილზე საფრანგეთია 37 წარმომადგენლით, მესამეზე კი ესპანეთი 33-ით. ყველაზე მეტი ფრანგი "კაჭკაჭებს" ჰყავთ, კერძოდ კი 7. ესპანელები "ჩელსიში", "მანჩეზსტერსა" და "არსენალში" არიან შედარებით უხვად - ოთხ-ოთხი.
სულ პრემიერგაში ინგლისელების გარდა, კიდევ 58 ქვეყნის წარმომადგენელია.
ყველაზე ინტერნაციონალური გუნდი "უოტფორდია", რომელსაც შემადგენლობაში სულ 25 ფეხბურთელი ჰყავს და ისინი 20 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ყველაზე ცოტა ქვეყნის წარმომადგენელი განაცხადში "სიტის" ჰყავს, მხოლოდ 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ლეგიონერი.
სამაგიეროდ, მანჩესტერელთა რიგებში ინგლისელ მოთამაშეს ძნელად თუ ვნახავთ ხოლმე, ჯო ჰარტსა და ახალნაყიდ რაჰიმ სტერლინგს თუ არ ჩავთვლით.
როგორც ყოველთვის, ირლანდიას, შოტლანდიასა და უელსს ინგლისის ჩემპიონატში ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ. მაგალითად ირლანდიელთა დიასპორა პრემიერლიგაში 24 ლეგიონერით განისაზღვრება, აქედან ყველაზე მეტი (5) "სტოკ სიტიში" აგორებს ბურთს.
უელსი 16 ფეხბურთელით იფარგლება, შოტლანდია 15-ით და ჩრდილოეთ ირლანდია 7-ით.
სამხრეთ ამერიკიდან უდიდესი დოზით არგენტინაა წარმოდგენილი, რომელსაც ინგლისში 18 "ემისარი" ჰყავს. ათეულშია ბრაზილიაც 12 ფეხბურთელი. მრავლად ვხვდებით ჰოლანდიელებსაც, რაც ბოლოდროინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, გასაკვირი ასევე არ არის, ინგლისურ გუნდებს ერედივიზიონიდან ბევრი მოთამაშე მიჰყავთ, მათ შორის უშუალოდ ჰოლანდიელიც.
მაგალითად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ინგლისში 8 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ისევე, როგორც სენეგალი. ერთ კურასაოელსაც კი ვხვდებით, კუკო მარტინას, რომელიც "საუთჰემპტონმა" დაიმატა. საინტერესოა, ისიც, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკვე 4 ლეგიონერი ჰყავს "ნისლიან ალბიონზე".
თუ ავიღებთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აღმოვაჩენთ, რომ ფინალურ ეტაპზე გასული ნაკრებებიდან ახლა მხოლოდ 4-ს არ ჰყავს ინგლისის ჩემპიონატში თავისი "ელჩი" - მექსიკას ჰყავდა, მაგრამ ჩიჩარიტოს წასვლის მერე აღარავინაა. დაბოლოს, სამწუხაროა, რომ ასეთ მაღალი დონის პირველობაზე ერთი ქართველი ლეგიონერიც არ თამაშობს.
რომელ ქვეყანას, რამდენი წარმომადგენელი ჰყავს პრემიერლიგაში
ინგლისი (176); საფრანგეთი (37); ესპანეთი (33); ირლანდია (24); ჰოლანდია (21); არგენტინა, ბელგია (18); უელსი (16); შოტლანდია (15); ბრაზილია (12); გერმანია, სენეგალი (8); ჩრდ. ირლანდია (7); იტალია, ურუგვაი, ნიგერია, სერბეთი, კოტ დივუარი (6); პორტუგალია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, განა (5); ალჟირი, კამერუნი, კოლუმბია, ავსტრალია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, ავსტრია, აშშ (4); ნორვეგია, კოსტა რიკა, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ხორვატია, იამაიკა, ჩეხეთი (3); საბერძნეთი, იაპონია, მალი, რუმინეთი, ბენინი, სამხრეთ აფრიკა, ბოსნია (2), ბურკინა ფასო, ჩილე, კანადა, გამბია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ტუნისი, ვენესუელა, ისლანდია, კურასაო, მაროკო, ლიტვა, კენია, ახალი ზელანდია (1).ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"