სტივენ ჯერარდის წიგნში 46 უწმაწური სიტყვაა

AutoSharing Option
2015 წელს "ლივერპულის" ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა ბიოგრაფიული წიგნი "ჩემი ისტორია" გამოუშვა.

მკითხველთა ერთ-ერთი პორტალის, reddit.com-ის დათვლებით, აღნიშნულ წიგნში 46-ჯერ არის გამოყენებული უწმაწური სიტყვა (f***).

ამ მაჩვენებლით ჯერარდმა ჯეიმი კარაგერისა და გარი ნევილის (27-27) წიგნებსაც გაუსწრო; ასევე - ზლატან იბრაჰიმოვიჩის წიგნსაც (17).

ყველაზე უცენზურო კი როი კინის ბიოგრაფიული წიგნი აღმოჩნდა, რომელშიც უწმაწური სიტყვა 178-ჯერ არის გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის, დევიდ ბექჰემის და ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიულ წიგნებში უწმაწური სიტყვები საერთოდ არ არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული