მკითხველთა ერთ-ერთი პორტალის, reddit.com-ის დათვლებით, აღნიშნულ წიგნში 46-ჯერ არის გამოყენებული უწმაწური სიტყვა (f***).
ამ მაჩვენებლით ჯერარდმა ჯეიმი კარაგერისა და გარი ნევილის (27-27) წიგნებსაც გაუსწრო; ასევე - ზლატან იბრაჰიმოვიჩის წიგნსაც (17).
ყველაზე უცენზურო კი როი კინის ბიოგრაფიული წიგნი აღმოჩნდა, რომელშიც უწმაწური სიტყვა 178-ჯერ არის გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის, დევიდ ბექჰემის და ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიულ წიგნებში უწმაწური სიტყვები საერთოდ არ არის.