"სანდერლენდი" ისეთ რთულ მდგომარეობაშია, ასე ადვილად ვაკანტურ თანამდებობაზე მისვლას ბევრი ვერ გადაწყვეტს. თუმცა მთავარი კანდიდატ-ფავორიტების ვინაობა ვიცით - სემ ალარდაისი, ნაიჯელ პირსონი და შონ დაიჩი.
"დიდი სემის" უქმად ყოფნა საცოდაობაა. ის
მოგეხსენებათ, რომ მას "მელიებიდან" წამოსვლა მინი-სკანდალის მერე მოუხდა და ამიტომაც ახლა ასარჩევად საქმე არ აქვს. ასე რომ, თუ "ლაითზე" დაუძახებენ, წესით, წინადადება სიამოვნებით უნდა მიიღოს, პლუს, ჩვენ უკვე ვთქვით კიდეც - მას რთული სიტუაციებიდან გამოძრომა ეხერხება.
დაიჩს რაც შეეხება, ამ ნიჭიერ და ემოციურ ახალგაზრდა მწვრთნელს ალბათ უკან, პრემიერლიგისკენ გული კი მოუწევს "ბარნლისთან" ერთად გავარდნის მერე, მაგრამ მიატოვოს კლუბი, რომელიც აშკარად უყვარს და მივიდეს გუნდში, რომელსაც გავარდნა სერიოზულად ემუქრება... შეიძლება ღირდეს კიდეც, მაგრამ მის ადგილას ბევრი კარგად დაფიქრდებოდა. თანაც "ბარნლი" იდეაში ჩემპიონშიპში დიდხანს გაჩერებას არ აპირებს.
მართალია, ჩვენ ეს სამეული განვიხილეთ და საბუკმეკერო კანტორები ფსონებსაც კი იღებენ, მაგრამ "სანდერლენდის" უფროსობას კიდევ ერთი კანდიდატი ჰყოლია - დევიდ მოიესი.
შოტლანდიელის ესპანეთში წასვლა მოულოდნელი და უცნაური გახლდათ. "სოსიედადში" მისი საქმეები იდეალურად აშკარად ვერ მიდის და გამორიცხული არ არის, "ევერტონის" ექსდამრიგებელმა სენტიმენტებს გასაქანი მისცეს და გულმა ნისლიანი ალბიონისკენ გამოუწიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"