დარენ ფერგიუსონმა თანამდებობაზე რობი ჯონსი შეცვალა, რომელიც მწვრთნელის მოვალეობას პოლ დიკოვის გათავისუფლების შემდეგ ასრულებდა.
ჯონსის ხელმძღვანელობით, "დინკასტერმა" 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე დაეშვა.
დარენ ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ვაჟია.
აქამდე დარენ ფერგიუსონი, 2011-დან 2015 წლამდე, "პიტერბროს" წვრთნიდა. დარენი "პიტერბროდან" 2015 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.