ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა, ნოლიტოში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ლონდონელთა ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი შეტევის გაძლიერებას გეგმავს, ნოლიტომ კი რამდენიმე დღის წინ "სელტას" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.