ამ ავტოგოლით სლოვაკი ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდელს, ჯეიმი კარაგერს წამოეწია და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგის ისტორიაში მეორე პოზიციაზე გადავიდა.
პირველი ადგილი კი რიჩარდ დანს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც პრემიერლიგური კარიერის მანძილზე 10 ავტოგოლია. დანმა "მანჩესტერ სიტიში", "ასტონ ვილასა" და ქპრ-ში ითამაშა.