ვინ წავა ლონდონის "არსენალიდან" - კანდიდატი ორია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ზამთარში რამდენიმე მოთამაშის დამატებას გეგმავს, მაგრამ შესაძლოა, წამსვლელებიც გამოჩნდნენ.

პეტრ ჩეხის გამო დავიდ ოსპინას ხშირად თამაში აღარ უწერია, ეს კი 27 წლის კოლუმბიელს არ აკმაყოფილებს და მას უკვე ეპატიჟება თურქული "ბეშიქთაში".

უთამაშებლობის მიზეზით გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს მატიო დებიუშიც. 30 წლის მცველმა აღნიშნა: "სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მაწყობს, საფრანგეთის ნაკრებში ადგილის დაკარგვას და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენას ვერ დავუშვებ და თუ უახლოეს მატჩებში რამე არ შეიცვალა, აბარგება მომიწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული