ოსპინას შემდეგ მერეტიც წავიდა - "ნაპოლიში" კეპას ელიან

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლის" 25 წლის მეკარე ალექს მერეტი იჯარის წესით "სპეციაში" გადაბარგდება.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის რიგები კიდევ ერთმა კიპერმა, დავიდ ოსპინამ დატოვა, რომელიც "ალ ნასრის" შეუერთდა.

წესითა და რიგით, ნეაპოლელებმა უახლოეს დღეებში "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგა უნდა ინათხოვრონ, რომელიც მომავალ სეზონში გუნდის ძირითადი მეკარე იქნება.

მის გარდა, გუნდში კიდევ სამი კარის დარაჯი – ნიკიტა კონტინი, დავიდე მაფრელა და ჰუბერტ ისდასიაკი - იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერეტი მართლაც ყველაზე სუსტი რგოლია ნაპოლის შემადგენლობაში.
გულშემატკივარი
12:52 04-08-2022
1

სიახლეები პოპულარული