პეტრ ჩეხის გამო დავიდ ოსპინას ხშირად თამაში აღარ უწერია, ეს კი 27 წლის კოლუმბიელს არ აკმაყოფილებს და მას უკვე ეპატიჟება თურქული "ბეშიქთაში".
უთამაშებლობის მიზეზით გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს მატიო დებიუშიც. 30 წლის მცველმა აღნიშნა: "სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მაწყობს, საფრანგეთის ნაკრებში ადგილის დაკარგვას და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენას ვერ დავუშვებ და თუ უახლოეს მატჩებში რამე არ შეიცვალა, აბარგება მომიწევს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"