"მოურინიოსავით წასვლა არ მსურს" - იურგენ კლოპის წერილი სანტას

AutoSharing Option
ინგლისურმა გამოცემა Mirror-მა სახუმარო ფორმით სანტა-კლაუსს "ლივერპულის" მთავარი მწრთნელის იურგენ კლოპის სახელით წერილი მისწერა, სადაც 5 ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს.

"ძვირფასო, სანტა. მე იურგენი მქვია, ამ წელს კარგი ბიჭი ვიყავი. სახლი შევიცვალე და ახლა ინგლისში ვცხოვრობ. აქ ხალხი ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ჟოზე მოურინიომაც შეიცვალა, გარი მონკმაც და, შესაძლოა, ლუი ვან გაალმაც, შეიცვალოს. აქედან წასვლა არ მსურს, ამიტომ შენი დახმარება მჭირდება. აი ჩემი თხოვნები შენთვის.

პირველი - ფორვარდი. რობერტ ლევანდოვსკის ვისურვებდი, მაგრამ ერთი ფეხბურთელი არ მეყოფა, ამიტომ ვინმე უფრო იაფი, მაგალითად
ბოიან კრკიჩი.

მეორე - ცენტრალური ნახევარმცველი. ემრე ჯანს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ მისთვის ჯერაც ვერ ვიპოვეთ იდეალური როლი მოედანზე. ლუკას ლეივა და ჯეიმს მილნერიც მჭირდებიან, მაგრამ მათი ძირითად შემადგენლობაში გამოყვანა ყველა შეხვედრაში არ შემიძლია.

მესამე - შემტევი ნახევარმცველი. ახალ "ათიანს" არ გთხოვ, ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს - ფილიპე კოუტინიო. ალბერტო მორენოს მთლიანი საქმის კეთება მარტო არ შეუძლია, ჯორდან აიბი კი მხოლოდ ახლა სწავლობს.

მეოთხე - ცენტრალური მცველი. მარტინ შკრტელი ჩვენი ერთადერთი მარჯვენა ცენტრალური მცველია, თუ არ ჩავთვლით ვეტერან კოლო ტურეს. გთხოვ, კიდევ ერთი მომეცი.

მეხუთე - მეკარე. სიმონ მინოლე ცდილობს, მაგრამ ისეთი მეკარე მჭირდება, რომელიც მცველებს დამაჯერებლობას შემატებს, მინოლეს კი ხშირად პირიქით გამოსდის", - ნათქვამია წერილში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხუმრობა კი არა, ზუსტად მასეა.
kaxeli papa
21:53 27-12-2015
0

სიახლეები პოპულარული