მიკელ არტეტას "არსენალის" მწვრთნელობას შესთავაზებენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" კაპიტანი მიკელ არტეტა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კლუბს არ დატოვებს.

ლონდონელები მზად არიან 33 წლის ესპანელ ფეხბურთელს, რომელმაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა, გუნდის სამწვრთნელო შტაბში ადგილი შესთავაზონ.

ცნობილი ფაქტია, რომ ესპანელი სამწვრთნელო კურსებსაც გადის.

"თავდაპირველად, არტეტამ ჩვენი ახალგაზრდობრივი სისტემა უნდა გაიაროს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრიც გახდეს.

მართალია, ახლა მწვრთნელებს არ ვსაჭიროებთ. ჩემი შტაბით ძალიან კმაყოფილი ვარ. მასში საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტები შედიან, მაგრამ მომავალში არტეტას თაგისუფლად შეუძლია გახდეს მწვრთნელი", -
თქვა არსენ ვენგერმა.

არტეტას კონტრაქტი ივნისის ბოლოს იწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული