სტივენ ჯერარდი კარიერის დასრულებას მომდევნო სეზონის ბოლოს აპირებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა, ამჟამად კი "ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელის კარიერას 2016/17 წლების სეზონთან ერთად დაასრულებს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

ამრიგად, 35 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბთან კონტრაქტს, რომელიც 2017 წლამდეა განსაზღვრული, აღარ გააგრძელებს. ჰავბეკი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს და ნანობს, რომ სათანადო განათლება აქამდე არ მიიღო.

ჯერარდი "ლივერპულის" ღირსებას, საბავშვო აკადემიიდან დაწყებული, 1987 წლიდან იცავდა. ამ გუნდთან ერთად მან 11 ტიტული, მათ შორის უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ
ჯერარდი არასდროს გამხდარა ინგლისის ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერარდი ჯიგიარია. ოუვენიც უნდა დარჩენილიყო ლივერპულში და ლივერპულს ამ წლების განმავლობაში უფრო უკეთესი შედეგები ექნებოდა.
მმმმმმმმ
20:42 02-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული