* ერთ სეზონში "ვესტ ჰემს", ორი მატჩის ჯამში, 5 ან მეტი გოლი "ლივერპულისთვის" 1930/31 წლების სეზონის მერე არ გაეტანათ. მიმდინარე სეზონში ორი მატჩის ჯამში "ჩაქუჩებმა" მერსისაიდელებს 5:0 მოუგეს.
* "ლივერპულს" ბოლო 4 საგარეო შეხვედრაში ოდენ 1 ბურთი აქვს გატანილი.
* "ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში ჯამში 41 დარტყმა იყო (დაბლოკილების ჩათვლით), ამაზე მეტი (43) მხოლოდ "არსენალისა" და "ლესტერის" დაპირისპირებაში აღინიშნა.
* "არსენალმა" "ნიუკასლთან" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
* "კაჭკაჭებს" უკანასკნელ
* ლორან კოშელნიმ "ნიუკასლს" კარიერაში მესამედ გაუტანა. ფრანგ მცველს ამდენი ბურთი ინგლისის ჩემპიონატში სხვა არც ერთი გუნდისთვის არ გაუტანია.
* არსენ ვენგერს პრემიერლიგაში სტივ მაკლარენის წინაღმდეგ 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 მოგებული (1 წაგება).
* "მეთოფეებს" 9 საშინაო შეხვედრაა არ წაუგიათ - 7 მოგება, 2 ფრე.
* 2014/15 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე ჯეიმი ვარდიმ 7 პენალტი გამოიმუშავა. ეს მინიმუმ ორით მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის შედეგი.
* "ლესტერ სიტის" ზედიზედ 18 მატჩის განმავლობაში გაჰქონდა გოლი, ახლა კი "მელიებს" მიყოლებით 3 შეხვედრაა, არ გაუტანიათ.
* მიმდინარე სეზონში პირველად "ბორნმუთმა" მეტოქე გუნდის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.
* უეინ რუნიმ "წითელი ეშმაკების" მაისურით 553-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
* "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მიჯრით 9 მატჩია, "მანჩესტერს" პირველ ტაიმში გოლი ვერ გააქვს. ბოლოს გატანა ხუან მატამ შეძლო სექტემბერში "ვოლფსბურგთან" გამართულ შეხვედრაში.
* "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში "სუონსის" გილფი სიგურდსონს ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს.
* "ნორვიჩმა" კარის მშრალად შენახვა მიჯრით ორ შეხვედრაში 2014 წლის იანვრის მერე პირველად მოახერხა.
* "იადონებმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 23 პრემიერლიგური თამაშიდან. ზედიზედ ორჯერ კი ნორვიჩელებმა უმაღლეს ლიგაში 2013 წლის ნოემბრის მერე პირველად იძალეს.
* 6-მატჩიანი საგარეო წაუგებელი სერიის მერე "საუთჰემპტონმა" ბოლო 4 სტუმრობა ფიასკოთი დაასრულა.
* ვიქტორ ვანიამამ ამ სეზონში უკვე მეორე წითელი ბარათი მიიღო. პრემიერლიგაში მსგავსი შედეგით სხვა ჯერჯერობით ვერ "დაიკვეხნის".
* "ნორვიჩმა" "წმინდანებს" ზუსტად ერთადერთხელ დაურტყა და ისიც საგოლედ. გუნდს ალექსანდრ ტეტიმ მოაგებინა.
* "ასტონ ვილას" 20 ტურის მერე მარტოოდენ 8 ქულა აქვს. ამაზე ცოტა ამ ეტაპისთვის პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ "სანდერლენდს" ჰქონდა: 2005/06 წლების სეზონში (6) და "დერბის" 2007/08 წლების სეზონში (7).
* "ვილას" უკანასკნელ 19 შეხვედრაში კარი ერთადერთხელ აქვს მშრალად შენახული და ბოლო 10 საგარეო მატჩი ისე ჩაატარა, რომ მინიმუმ, ერთ და, როგორც წესი, მეტ გოლს აუცილებლად უშვებს.
* პატრიკ ვან ანჰოლტს ბოლო 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, არადა, პრემიერლიგაში ჩატარებულ წინა 42-ში არც ერთი არ ჰქონდა.
* ჯერმინ დეფომ მატჩში ერთ გოლზე მეტი 2012 წლის 1-ლი დეკემბრის მერე პირველად გაიტანა.
* ინგლისის ჩემპიონატში "ასტონ ვილას" უკვე 19 ტურია, არ მოუგია - 5 ფრე, 14 მარცხი.
* ჯონი ევანსმა 93-ე წუთზე "სტოკის" კარში გატანილი გოლით "ვესტ ბრომვიჩს" გამარჯვება მოუტანა. მას 2012 წლის ბოქსინგ დეის მერე არ გაეტანა.
* საკმაოდ დიდი პაუზა ჰქონდა სტეფან სესენიონსაც, რომელსაც 2014 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა გატანილი.
* აი, "სტოკს" კი სექტემბრის მერე თავით გოლი არ გაეტანა და ამ სერიას ჯონათან უოლტერსმა დაუსვა წერტილი.
* მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გაძევება (ოთხ-ოთხი) "სტოკმა" და "ვესტ ჰემმა" დაიმსახურეს.
* ბოლო 4 მატჩში იაია ტურე 3 გოლით გამოირჩა, წინა 13-ში კოტდივუარელს 1 ჰქონდა.
* სერხიო აგუეროს ახლა უკვე 24 გუნდის კარში აქვს გატანილი იმ 28-დან, რომელსაც პრემიერლიგაში შეხვედრია.
* "უოტფორდს" მიმდინარე ჩემპიონატში 7 მარცხი აქვს, ზუსტად იმ 7 გუნდთან, რომლებიც პირველ 7 ადგილზე არიან.
* ბოლო 7 საგარეო თამაშში "სიტიმ" პირველი მოგება მოიპოვა - 1 გამარჯვება, 3 ფრე, 3 წაგება.
* "კრისტალ პალასთან" უფრო ცუდი სერია შეწყვიტა "ჩელსიმ", სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 8 შეხვედრიდან პირველად იმარჯვა - 1 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი.
* "არწივებს" უკანასკნელ 7 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 2 მოგება აქვთ - 2 ფრე, 3 წაგება.
* ჟოზე მოურინიოს წასვლის მერე ოსკარმა ბოლო 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, როდესაც წინა 14-ში ერთადერთი ბურთი შეაგდო.
* საგოლე პასი მიითვალა დიეგო კოშტამ, რაც მისთვის პირველი ასისტენტობა გახლდათ ბოლო 20 მატჩში. უაკანასკნელ 2 მატჩში კი ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, ერთხელ პასი გააკეთა.
* ვილიანს მიმდინარე სეზონში 8 გოლი უგროვდება და აქედან 7 საჯარიმოს გარედან აქვს გატანილი.
* 2015 წლის 17 იანვარს "ლურჯებმა" 5:0 მოუგეს "სუონსის". "კრისტალ პალასთან" 3:0 მას მერე "ჩელსის" ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვებაა.
* აარონ ლენონმა "ევერტონის" მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა "გუდისონ პარკზე" ჩატარებულ მატჩებში და ეს ბურთი ყოფილ გუნდს გაუტანა. "კანფეტებს" იქამდე "ტოტენჰემის" კარში ზუსტი დარტყმა არც ჰქონდათ.
* ბოლო 6 პრემიერლიგურ მატჩში რომელუ ლუკაკუმ მონაწილეობა 10 გოლში მიიღო - 7 გაიტანა, 3 პასი გააკეთა.
* "ტოტენჰემს" 9 საგარეო მატჩია, პრემიერლიგაში არ წაუგია (4 მოგება, 5 ფრე).
* უკანასკნელი 13 პრემიერლიგური შეხვედრიდან "ევერტონს" 3 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი აქვს.
* "ევერტონსა" და "ტოტენჰემს" ყველაზე მეტი, 9-9 ფრე აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"