ჯეიმი ვარდიმ "ჩელსის", "იუნაიტედისა" და "სიტის" ყურადღება მიიპყრო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ყურადღებით უყურებენ იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "ლესტერის" თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის გარშემო. ამის შესახებ Sky Sports წერს.

28 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მას პრემიერლიგის 20 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, მისი ხელფასი კი სულ რაღაც 55 ათასი ევროა კვირაში. ბუნებრივია, რომ ინგლისის წამყვან კლუბებს მისთვის უფრო მომგებიანი ფინანსური პირობების შეთავაზება შეუძლიათ.

თავის მხრივ, "ლესტერი" ყველანაირად შეეცდება, შეინარჩუნოს ფორვარდი იმ იმედით, რომ სეზონს მინიმუმ ოთხეულში დაასრულებს.

ამჟამად "ლესტერი" 40 ქულით ცხრილში მეორეა და ლიდერ
"არსენალს" 2 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული