მარიო ბალოტელი "ვესტ ჰემმა" ისურვა

AutoSharing Option
მერსეისადული "ლივერპულის" ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელიც იჯარის წესით იტალიურ "მილანში" ასპარეზობს, ინგლისური "ვესტ ჰემის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ლონდონელები მზად არიან იანვარშივე 25 წლის იტალიელის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადონ.

აღნიშნულ ინფორმაციას Express.com-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "ვესტ ჰემს" ბალოტელი ენდი ქეროლისა და მანუელ ლანსინის მიერ მიღებული ტრავმების გამო სჭირდება. ამის გარდა, კლუბი არაა წინააღმდეგი, ნიკიტა ელავიჩი "შანხაი შენხუაში" გაყიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული