ინგლისში ყველაზე მეტი ტრანსფერებზე "ნიუკასლმა" დახარჯა

AutoSharing Option
"დეილი მეილის" გამოანგარიშებით, ინგლისში ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას ყველაზე მეტი "ნიუკასლ იუნაიტედმა" დახარჯა - "კაჭკაჭებმა" ახალ ფეხბურთელებში დაახლოებით 37,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მათ სულ 4 ფეხბურთელი შეიძინეს. საოცარია, მაგრამ მეორე ადგილზე "უოტფორდია" - 34,5 მილიონი ევროთი.

ყველაზე მეტი ტრანსფერებით ინგლისში ლონდონის "ჩელსიმ" იშოვა - 33 მილიონი ევრო. ეს სულ რამირესის ჩინეთში გაყიდვით.

"ვესტ ბრომვიჩს", "კრისტალ პალასს", "ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" არავინ შეუძენია.

"წითელ ეშმაკებს" 2005 წლის ზამთრის მერე ეს პირველად მოუვი
დათ. ჯამში, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა იანვარში 245 მილიონი ევრო დახარჯეს და 100 მილიონი იშოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული