გიჟური შეთავაზება: ჩინური კლუბი რუნის წელიწადში 100 მლნ ევროს სთავაზობს!

AutoSharing Option
ჩინურმა კლუბმა "შანხაი ტელეისმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერს, უეინ რუნის გიჟური შეთავაზება გაუკეთა.

DailyMail-ის ინფორმაციით, ჩინური კლუბი ინგლისელი ფორვარდისთვის წელიწადში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუ რუნი სამწლიან კონტრაქტს დათანხმდება.

თუ რუნი ამ შეთავაზებას დათანხმდა, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება მსოფლიოში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუნიმ თავისი თავი ამოწურა დიდ ფეხბურთში ახლა ჯობია მშვიდი პენსია აიღოს :)
metro94
11 მარტი 2016 23:36
0
რაღაც გეშლებათ, რუნის გარდა ბევრს შესთავაზეს, მაგ. იბრაგიმოვიჩს, ოღონდ არა წელიწადში არამედ 3-4 წლიან კონტრაქტებზეა ლაპარაკი და 100 მლნ. მთლიანი ხელფასია.
gio
09 მარტი 2016 15:58
0
"levan"-ს. ეს ჩინური მხარისგან სწორი შეთავაზებაა ბიზნესის კუთხით. კერძო პირი არ ცადებს ფეხბურთის განვითარებაში თანხას და არ დაელოდება გაურკვეველ შედეგს გაურკვეველი დროით, ანუ წყალში ფულს არ გადაყრის. რუნის შეძენის შემთხვევაში მის საკუთრებაში მყოფ კლუბს შედეგიც ექნება, მაყურებელთა დასწრებაც გარანტირებული და უამრავ სარეკლამო, საქველმოქმედო, თუ სხვა ღონისძიებებში რუნის მონაწილეობა. მაისურების და აქსესუარების გაყიდვა. ანუ, ის ჩადებულ თანხასაც მალე ამოიღებს და დიდ მოგებას ნახავს. გაიხსენეთ, როდესაც მადრიდის "რეალმა" დევიდ ბექჰემი შეიძინა, მისი მაისურების, მისი გამოსახულებით აქსესუარების, ჭიქების, პლაკატების, ქუდების და ა.შ. გაყიდვით ჩემპიონატის დაწყებამდე დახარჯული თანხა უკვე ამოღებული ქონდა. ასე რომ,ჩინელი ბიზნესმენისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. პრინციპში, თუ ეს შეტავაზება რეალურია, რუნიც უნდა დათანხმდეს.
თენგო
09 მარტი 2016 15:45
0
დიდი სისულელეა. 100 მილიონი ჩადონ ადგილობრივი ფეხბურთელების განვითარებაში და 10 რუნისნაირს გაზრდიან, მაგრამ ერთობიან ეგენი...
levan
09 მარტი 2016 13:33
0
მაინც არ წავა ან ეს ჩინელები რას აკეთებენ საერთოდ ერთ ფეხბურთელს რო 100 მილიონს გადაუხდი და უნდა მოიგო ესეთი? მარა არ კიდიათ მილიარდები უდევთ პაჩკებით
dato
09 მარტი 2016 13:01
0
უხ შენიი ...
B
09 მარტი 2016 12:33
0

სიახლეები პოპულარული