* ჰარი კეინი გახლდა მე-5 ინგლისელი, ვინც პრემიერლიგის მიყოლებით 2 სეზონში 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. იქამდე ეს ენდი კოულმა, ლეს ფერდინანდმა, რობი ფაულერმა და ალან შირერმა მოახერხეს.
* მარკუს რაშფორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი (18 წლის და 141 დღის) პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბების ისტორიაში.
* სიტიმ შინ უკვე მე-5 მატჩი წააგო, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა
* "სიტიმ" ამ სეზონში მეორე დერბიშიც ვერ გაუტანა "იუნაიტედს". ბოლოს, როდესაც "ქალაქელებმა" ერთ სეზონში რომელიმე მეტოქეს ერთი გოლიც კი ვერ გაუტანეს, 2010/11 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მანჩესტერელებმა "არსენალს" ვერ მოუხერხეს ვერაფერი.
* მანჩესტერმა" დერბი კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ 5 დარტყმა ჰქონდა, რაც ამ სეზონში კლუბის ყველაზე ცუდი შედეგის გამეორებაა. პირველად მგავსი ცუდი შედეგი "კრისტალ პალასთან" დაფიქსირდა ოქტომბერში.
* აი, "სიტის" კი 26 დარტყმა ჰქონდა, რაც კლუბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გატანილი გოლის გარეშე, 2012 წლის იანვრის მერე, როდესაც "სანდერლენდის" კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს და ვერც ერთი ვერ გაიტანეს.
* "სიტის" უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3-ში გოლი არ გაუტანია.
* "მანჩესტერის" ბოლო 7 პრემიერლიგური გოლიდან 6 ინგლისელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
* "იუნაიტედმა" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ ჩაატარა გოლგაუშვებლად მატჩი - 14.
* სესკ ფაბრეგასს პრემიერლიგის მატჩში 2 გოლი აქამდე უკანასკნელად 2009 წლის დეკემბერში გაეტანა. საინტერესოა, რომ ერთი გოლი მან მაშინაც პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გაიტანა და მას მერე სესკს პირდაპირ ჯარიმიდან არც გაეტანა.
* ფაბრეგასი ოსკარის, ვილიანისა და აზარის მერე გახდა "ჩელსის" მე-4 მოთამაშე, ვინც ჯარიმიდან შეაგდო.
* მანუელ ლანსინიმ 5 პრემიერლიგური გოლიდან 4 საგარეო მატჩებში გაიტანა.
* "ჩელსი" უკვე 9 თამაშია, "სტემფორდ ბრიჯზე" გოლს უშვებს.
* ჰარი კეინმა 2014/15 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა და უკვე 21 გოლი აქვს გატანილი.
* დელე ალიმ მე-7 საგოლე პასი გაუკეთა კეინს. მიმდინარე სეზონში არც ერთ მოთამაშეს არ გაუკეთებია კონკრეტულად ერთი ფეხბურთელისთვის ამდენი პასი.
* სიმონ მინოლემ პრემიერლიგაში ბოლო 5 პენალტიდან 3 მოიგერია.
* 2014 წლის სექტემბრის მერე გრაციანო პელემ პირველად მოახერხა ზედიზედ ორ ტურში გატანა. მან პრემიერლიგაში მეორედ შეძლო ერთ მატჩში ორჯერ ასისტენტობა. უკანასკნელ ორ შეხვედრაში იტალიელის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.
* რიად მაჰრეზმა მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 27 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი, 11 პასი). ეს ყველაზე უკეთესი მაჩვენებელია. იგი ორით უსწრებს თანაგუნდელ ჯეიმი ვარდის, ვინც 25 ბურთში მიიღო მონაწილეობა.
* მაჰრეზმა 16 გოლიდან 12 საგარეო შეხვედრებში გაიტანა. მას და ვარდის ერთმანეთისთვის 8-ჯერ აქვთ გაკეთებული პასი (5-ჯერ მაჰრეზს ვარდიზე და 3-ჯერ პირიქით). ეს იოზილი-ჟირუს წყვილთან ერთად საუკეთესო შედეგია.
* "კრისტალ პალასმა" მიჯრით მე-6 საშინაო მარცხი იწვნია, როთაც "არწივებმა" თავიანთი საკლუბო რეკორდი გაიმეორეს, რომელიც 1997/98 წლების სეზონში დაამყარეს.
* "არსენალმა" ბოლო 10 საგარეო თამაშიდან ოდენ მე-3 მოიგო - 4 ფრე, 3 წაგება.
* ბელერინს ბოლო 2 მატჩში 3 საგოლე პასი აქვს. არადა, ესპანელს წინა 46 შეხვედრაში 2 პასი ჰქონდა.
* ჯერმინ დეფოს "სენტ ჯეიმს პარკზე" ბოლო სამი სტუმრობაა, გოლი გააქვს. სულ მან პრემიერლიგაში უკვე 140 ბურთს მოუყარა თავი და 4 აშორებს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-10 ადგილზე მყოფ რობინ ვან პერსისთან.
* "ნიუკასლის" ბოლო 3 პრემიერლიგური გოლი მე-80 წუთის მერეა გასული.
* ტაინ-უირის დერბების პრემიერლიგურ ისტორიაში არც "სანდერლენდს" და არც "ნიუკასლს" არასოდეს წაუგიათ, როდესაც სტუმრის სტატუსით მყოფნი ანგარიშს ხსნიდნენ - 6 მოგება, 8 ფრე.
* "სანდერლენდს" სარეკორდო (ზედიზედ 6 გამარჯვება) მოგებების სერია შეუწყდა "ნიუკასლთან", მაგრამ "შავი კატები" უკვე 9 თამაშია, არ მარცხდებიან "კაჭკაჭებთან".
* ჯონ ო’შის პრემიერლიგაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩატარებული 21 თამაშიდან არც ერთი არ წაუგია - 15 მოგება, 6 ფრე. ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ამაზე უკეთესი მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"