ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაწვრთნის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელად დაინიშნება.

როგორც ESPN-ი იტყობინება, პორტუგალიელი უკვე ფიქრობს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძენ ფეხბურთელებზე, პარალელურად კი მისი წარმომადგენლები ინგლისურ კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კონკრეტულად, მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედომ ვუდვორდს დიდი ხანია ეკონტაქტება.

წყაროს ინფორმაციით, მოურინიო "მანჩესტერში" ჰარი კეინის, ჯონ სტოუნზის, რენატუ სანშეშისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიყვანას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული