ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
"შალკედან" 2011 წელს გადასულ ნოიერს მიუნხენელებმა 2021 წლამდე შესთავაზეს "ბაიერნში" დარჩენა და ისიც დათანხმდა.
მიუნხენელთა ერთ-ერთმა ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ შემდეგი განაცხადა: "ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ, ამიტომაც გავუხანგრძლივეთ კონტრაქტი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"