არსენ ვენგერის მთავარი სამიზნე რიად მაჰრეზია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს გადაწყვეტილი აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავის მთავარ სამიზნედ "ლესტერის" ნახევარმცველი რიად მაჰრეზი აქციოს.

"მეთოფეები" ალჟირელი შემტევის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან და 26 წლის ნახევარმცველს მიმზიდველ კონტრაქტს მოუმზადებენ. დიდი შანსია, ამ სეზონის მერე "ლესტერი" წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვონ, პირველ რიგში კი მაჰრეზმა, ჯეიმი ვარდიმ და ნ'გოლო კანტემ. მსურველი უკვე სამივეს მრავლად გამოუჩნდა.

"მეთოფეები" 19 წლის გედიონ ზელალემს, სავარაუდოდ, ისევ "რეინჯერსში" დატოვებენ იჯარის წესით. ნიჭიერი ფეხბურთელი გლაზგოელებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასა და თასზე წარმატებულ მსვლელობაში დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული