ანტონიო კონტე თანახმაა - ტიბო კურტუა "ჩელსის" დატოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც კლუბს სათავეში ახალი სეზონიდან ჩაუდგება, თანახმაა ლონდონელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნდიდან გაუშვას.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კურტუასა და კონტეს შორის საუბარი შედგა, სადაც მეკარემ იტალიელს უთხრა, რომ "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება სურს. კურტუას თქმით, ის თავს კომფორტულად აღარ გრძნობს ლონდონურ კლუბში, თანაც, "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, რამაც ასევე გაანაწყენა ბელგიელი.

მიმდინარე სეზონში კურტუას ანგარიშზე 21 შეხვედრაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ვიხილავთ გ.ლორიას სტემფორდ ბრიჯზე ბოლოს და ბოლოს
antonio
15:41 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული