პრემიერლიგის მოგებისთვის "ლესტერი" დაახლოებით 190 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ლესტერ სიტი", რომელიც ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული ვადამდე გახდა, ამ წარმატებისთვის დაახლოებით 190 მლნ ევროს მიიღებს. ამის შესახებ Repucom-ი იუწყება.

ამ თანხაში გათვალისწინებულია ინგლისის პრემიერილიგაში გამომუშავებული საპრიზო და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხები. ასევე მოგება, რაც გამოწვეულია კლუბის მიმართ გულშემატკივართა ინტერესების გაზრდით მთელ მსოფლიოში. ყველაფერთან ერთად, "ლესტერს" სპონსორებისგან გაცილებით მომგებიანი კონტრაქტების მიღების კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XXXVI ტურის მატჩში "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაზავდნენ (2:2), რის შედეგადაც "ლესტერ სიტიმ" ისტორიაში პირველად, ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული