ამ თანხაში გათვალისწინებულია ინგლისის პრემიერილიგაში გამომუშავებული საპრიზო და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხები. ასევე მოგება, რაც გამოწვეულია კლუბის მიმართ გულშემატკივართა ინტერესების გაზრდით მთელ მსოფლიოში. ყველაფერთან ერთად, "ლესტერს" სპონსორებისგან გაცილებით მომგებიანი კონტრაქტების მიღების კარგი შანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XXXVI ტურის მატჩში "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაზავდნენ (2:2), რის შედეგადაც "ლესტერ სიტიმ" ისტორიაში პირველად, ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობა.