გიორგი კვირიკაშვილმა "ლესტერ სიტი" მაგალითად მოიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი "ლესტერ სიტიც" ახსენა.

"... მავანთ ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია. ეს სიტყვებია "ლესტერ სიტი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი: "ლესტერი" ოცნებების ახდენის შესაძლებლობას ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "ლესტერი" მისი არსებობის ისტორიაში პირველად წელს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი, ინატროს ნებისმიერმა ქვეყანამ -ყველაზე განვითარებულმაც და გასავითარებელმაც.
0

სიახლეები პოპულარული