მიკელ არტეტამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"რთულია გაჩერება, მაგრამ მსურს წავიდე. ბოლო თვეების განმავლობაში გადავწყვიტე, რომ მოედანზე უკვე ისეთი კარგი არ ვარ, რომ კლუბი წარმოვადგინო.

ამას უნდა შევეგუო. დიდი ხანი ვთამაშობდი ფეხბურთს და აი, დადგა დრო. ვენგერზე გაბრაზებული არ ვარ, საკუთარ თავთან მართალი უნდა ვიყო.

შემიძლია მწვრთნელი გავხდე. ახლა სამი ვარიანტი მაქვს, მაგრამ კლუბების დასახელება არ მინდა", - თქვა 34 წლის არტეტამ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არტეტა შესაძლოა ლონდონის "ტოტენჰემის" ან "მანჩესტერ სიტის" სამწვრთნელო შტაბში შევიდეს.

ესპანელ
ფეხბურთელს თავის დროზე უთამაშია პსჟ-ში, "რეინჯერსში", "სოსიედადში", "ევერტონსა" და ლონდონის "არსენალში".

"არსენალის" რიგებში ჩატარებულ 110 შეხვედრაში არტეტამ 14 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული