ოფიციალურად: ჯონ ტერიმ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ტერი ლონდონში კიდევ ერთი წლით დარჩება. მისი კლუბში დარჩენა გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისურვა, მფლობელ რომან აბრამოვიჩს კი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

"ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით. ყველამ იცის, რომ "ლურჯი" ვარ. მოუთმენლად ველი შემდეგ სეზონს და ახალ მწვრთნელთან მუშაობას; ვიმედოვნებ, ის კლუბისთვის წარმატებას მოიტანს. მადლობა გულშემატკივრებს, თქვენ მსოფლიოში საუკეთესოები ხართ", - განაცხადა ტერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული