კლაუდიო რანიერი იტალიის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდება

AutoSharing Option
ინგლისური "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იტალიის პრეზიდენტ სერჟიო მატარელასგან ორდენს მიიღებს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რანიერი უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებულ ადამიანებს გადასცემს.

იტალიელ სპორტსმენთა შორის ამ ორდენით სხვადასხვა დროს ოლიმპიური ჩემპიონი სარა სიმეონი, ველომრბოლელი ჯინო ბარტალი, მსოფლიო ჩემპიონი სილვიო პიოლა და ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი ჯილდოვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რანიერი "ლესტერთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგის 2015-16 სეზონის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული