"ლივერპულიდან" პირველი კოლო ტურე წავა

AutoSharing Option
"ლივერპულში" ზაფხულში ბევრი ცვლილება იქნება და ერთი წამსვლელის ვინაობა, როგორც ჩანს, უკვე ზუსტად ვიცით.

გავრცელებული ცნობებით, მერსისაიდელები კოლო ტურესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებენ. ასე რომ, 35 წლის კოტდივუარელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

"სიმართლე ითქვას, ჩემს მომავალზე ვერაფერს გეტყვით. უმჯობესია, კითხვები მთავარ მწვრთნელს დაუსვათ. რასაკვირველია, დარჩენა მინდა, "ლივერპული" დიდებული კლუბია, თუმცა მწვრთნელს თავისი გეგმები აქვს და მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდები" - თქვა ტურემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰო, დაბერდა და უშვებენ, აგარ სჭირდებათ
გუგა
17:13 04-06-2016
0
ვაახ კოლო ტურეს და მამადუ საკოს აღარ ჯობია საბა კვირკველია?! იყიდეთ კვირკველია არ ინანებთ)
zaza
16:17 25-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული