"მელიების" თამაშის და საჩემპიონო სეზონის მთავარი შემოქმედნი სწორედ 29 წლის ინგლისელი და 25 წლის ალჟირელი იყვნენ. "მეთოფეები" დარწმუნებულნი არიან, რომ ვარდის ტრანსფერის მოკვარახჭინებას ევრო 2016-ის დაწყებამდე, ანუ პარასკევამდე მოასწრებენ. "არსენალი" ვარდის კვირაში 120 ათას ფუნტს სთავაზობს.
მაჰრეზის თაობაზე კი ლესტერშირელებთან მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს. თავის მხრივ, "ლესტერს" ვარდის ჩანაცვლება "უოტფორდის" 27 წლის ფორვარდ ტროი დინით სურს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"