სავარაუდო ტრანსფერი: ვარდის მაჰრეზიც მიჰყვება?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" მადა გაეხსნა და ჯეიმი ვარდისთან ერთად, "ლესტერიდან" რიად მაჰრეზის წაყვანაც სურს.

"მელიების" თამაშის და საჩემპიონო სეზონის მთავარი შემოქმედნი სწორედ 29 წლის ინგლისელი და 25 წლის ალჟირელი იყვნენ. "მეთოფეები" დარწმუნებულნი არიან, რომ ვარდის ტრანსფერის მოკვარახჭინებას ევრო 2016-ის დაწყებამდე, ანუ პარასკევამდე მოასწრებენ. "არსენალი" ვარდის კვირაში 120 ათას ფუნტს სთავაზობს.

მაჰრეზის თაობაზე კი ლესტერშირელებთან მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს. თავის მხრივ, "ლესტერს" ვარდის ჩანაცვლება "უოტფორდის" 27 წლის ფორვარდ ტროი დინით სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული