"აბა, ამათ რაღა უნდა ქნან?" - მოურინიომ არსენ ვენგერსა და ვან გაალს "უკბინა"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი, რადგან მან სულ რაღაც ერთი წლის წინ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხელიდან არ გაუშვა საშუალება და კბილი "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერსა და "წითელი ეშმაკების" ყოფილ დამრიგებელ ლუი ვან გაალს გაჰკრა. ვენგერმა ჩემპიონის ტიტული გუნდთან ერთად ბოლოს შორეულ 2004 წელს მოიგო, ვან გაალს კი საკუთარ სათამაშო ფილოსოფიაზე ლაპარაკი სჩვევია...

"არასდროს გამომდიოდა ქარაგმული სიტყვებით საუბარი ან ფილოსოფიურად შენიღბვა. პირდაპირი ვარ და საქმეში თავით ვეშვები. ისეთი ლოზუნგები, როგორებიცაა
"ვეცდებით პირველ ოთხეულში დაბრუნებას", "შევეცდებით, ევროპის ლიგაში კარგად ვითამაშოთ", ჩემთვის უცხოა. "ჩვენ გამარჯვებები გვინდა!", - აი, ესაა ჩემი.

არიან მწვრთნელები, რომლებმაც ტიტული ბოლოს 10 წლის წინ მოიგეს. ზოგიერთებს საერთოდ არაფერი მოუგიათ. მე კი ჩემპიონი 2015 წელს გავხდი. თუკი მე ბევრი მაქვს დასამტკიცებელი, დანარჩენებმა რაღა უნდა ქნან?", - თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომ მევასები რაა ))))
portugal
00:05 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული