13 ივლისს კობჰემის ბაზაზე ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩატარდა.
"ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ჯერ ფეხბურთელებს გახურების საშუალება მისცა, ხოლო შემდეგ მოთამაშეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და გადაცემებზე იმუშავეს.
იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი აქტიურად ერთვებოდა სავარჯიშო პროცესში და ფეხბურთელებს სხვადასხვა რჩევას აძლევდა.