"ზლატან იბრაჰიმოვიჩ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შენს კარიერაში საუკეთესო ნაბიჯია. თუმცა "მანჩესტერში" მხოლოდ ერთი მეფეა, თუ გინდა, პრინცი იყავი. ასევე, თუ გსურს, მე-7 ნომერი შენი იყოს, თუ ამ მაისურით დაინტერესებული ხარ, ეს ჩემი საჩუქარია. მეფე წავიდა! გაუმარჯოს პრინცს!" - განაცხადა კანტონამ.
"გავიგე, რაც თქვა კანტონამ, ერიკით ყოველთვის აღფრთოვანებული
***
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას არ ეშვება და არ ივიწყებს. ბოლო ცნობებით, "წითელმა ეშმაკებმა" ტურინის "იუვენტუსს" გაუმჯებესებული წინადადებით მიმართეს და მზად არიან, 125 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ბებერ ქალბატონს" მაინც ცოტა მეტის გამომუშავება უნდა, რადგან ამ თანხიდან 90-95 მილიონის გონსალო იგუაინში დახარჯვას აპირებს. "პიპიტა" "ნაპოლის" მიერ 96 მილიონადაა შეფასებული.
პოგბას აგენტი მინო რაიოლა კი ამჟამად სწორედ მანჩესტერში ყოფილა და "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვთქვათ ისიც, რომ კლუბებს შორის ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, რაიოლას ჰონორარი ფრანგის ფასის 20% იქნება…
"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები აპირებენ, რომ პოლ პოგბასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ და გამორჩეულ "მამლაყინწას" წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.
***
ამასობაში "მანჩესტერ იუნაიტედი", ჟოზე მოურინიოს მეთაურობით, შანჰაიში გაფრინდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი იახლა ჩინურ ტურნეზე. გუნდთან ერთად არიან ევრო 2016-ის მონაწილეებიც: უეინ რუნი, მარკუს რაშფორდი და დავიდ დე ხეა. ჩინეთში "წითელ ეშმაკებს" "დორტმუნდთან" და "მანჩესტერ სიტისთან" მოუწევთ ბრძოლა.
ჩინეთში არ წასულა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. როგორც ადრე იყო ნათქვამი, "მანჩესტერის" ახალ "ღმერთს" ერთით მეტი კვირით დასვენების უფლება მისცეს. ჩინეთში წავიდნენ მეკარეები: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი; მცველები: ბაილი, ბლინდი, ჯონსი, მაკნეირი, როხო, შოუ, სმოლინგი, ტუანზები, ვალენსია; ნახევარმცველები: კერიკი, ერერა, იანუზაი, ლინგარდი, მატა, დეპაი, მხითარიანი, პერეირა, იანგი; ფორვარდები: კინი, რაშფორდი, რუნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"