ლონდონის "არსენალი" გრანდებს ფულის ხარჯვაში ვერ შეეჯიბრება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მმართველი ივან გაზიდისი ამბობს, რომ კლუბი სხვა ინგლისურ გრანდებს დიდი ფულის ხარჯვაში კონკურენციას ვერ გაუწევს.

საკუთარი სატრანსფერო პოლიტიკა ჭკვიანურად უნდა დავგეგმოთ და ყველაფერი კარგად გავთვალოთო. შეგახსენებთ, რომ წინა ზაფხულს "მეთოფეებმა" მხოლოდ 1 ტრანსფერი გააკეთეს - "ჩელსიდან" 10 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ პეტრ ჩეხი დაიმატეს. მიმდინარე ზაფხულსაც კლუბს ამ ეტაპზე ერთადერთი სერიოზული ტრანსფერი აქვს განხორციელებული - ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა 35 მილიონის ნაცვლად "გლადბახიდან" მიიყვანეს.

იმას, რომ "არსენალი" "სიტის", "მანჩესტერის", "ჩელსის" დარად არ დაიხარჯება, ადვილად ვხვდებით, მაგრამ ფანებს იმედი აქვთ, რომ
მარტო ჯაკას ამარაც არ დარჩებიან. მაგალითისთვის, "მეთოფეები" უკვე დაუკავშირეს ალექსანდრ ლაკაზეტს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს. საიდუმლო არ არის, რომ ვენგერს ფორვარდის მიყვანა უნდა.

ნახევარდაცვა უკვე გაძლიერდა ჯაკათი, დაცვაში "ფულემიდან" რობ ჰოლდინგი მიიყვანეს, რაც სერიოზულ ტრანსფერად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ჰოლდინგი ნიჭიერ მცველად მოიაზრება და ვნახოთ, რას იზამს ლონდონურ კლუბში.

"არაერთი ფეხბურთელის მოყვანასა და დიდი თანხების ხარჯვაში კონკურენტებს, რომლებსაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, ვერ გავეჯიბრებით. ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და სელექციას ყურადღებით მოვეკიდოთ. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს ყოველთვის ვაკეთებდით ფეხბურთელების განვითარებაზე, აღზრდასა და ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განავითარებ და გახსნი მოთამაშეს. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს და თუ მისაღები ვარიანტი გამოჩნდება, კიდევ უფრო გაძლიერებაზე უარს არ ვიტყვით" - განაცხადა გაზიდისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირკველია არ გინდათ დაცვაში? მგონი 5-8 მილიონად დაითრევთ! არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი თან 23 წლისაა
0

სიახლეები პოპულარული