"ლესტერ სიტი": ჩემპიონის მეხუთე შენაძენი

AutoSharing Option
სანამ გრანდები მრავალმილიონიანი და ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებითა და მათზე ფიქრით არიან დაკავებულნი, პრემიერლიგის ჩემპიონი "ლესტერი" თავის სტიქიაშია და მოკრძალებულად, მაგრამ ეფექტურად მოქმედებას აგრძელებს.

"მელიებმა" ბარტოშ კაპუსტკაც ოფიციალურად გაიფორმეს და ეს ფეხბურთელი, წესით, კლაუდიო რანიერის ძალიან უნდა გამოადგეს. 19 წლის ნიჭიერმა მოთამაშემ ძალიან შთამბეჭდავად იბურთავა ევრო 2016-ზე და პოლონეთის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

კულუარული ინფორმაციით, კაპუსტკაში ლესტერშირელებმა კრაკოვიას 7,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. თავად ფეხბურთელმა კი "მელიებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბარტოში "ლესტერის" მეხუთე შენაძენი გახდა მეკარე რონ-რობერტ ცილერის, მცველ ლუის
ერნანდესის, ნახევარმცველ ნამპალის მენდისა და თავდამსხმელ აჰმედ მუსას შემდეგ.

სამაგიეროდ, ჟურნალ-გაზეთებში უფრო და უფრო აქტიურად წერენ იმაზე, რომ რიად მაჰრეზს "არსენალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია, რომელსაც იგი ადრე თუ გვიან, გადადგამს და ამ ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია. ეს ცნობები ალჟირულ პრესაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული