ტრანსფერის სავარაუდო საფასურიც ცნობილი გახლდათ - 25 მილიონი გირვანქა. თუმცა ახლა 26 წლის გამთამაშებელი 2020 წლამდე "თეთრი გედების" საკუთრებაა და თუ მის წაყვანას ვინმე იქამდე დააპირებს, გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.
პარალელურად, უელსური კლუბი თავდამსხმელების ძებნას აგრძელებს.
"ლიბერთი სტედიუმის" ბინადრების მმართველ ჰიუ ჯენკინსის თქმით, გუნდს მინიმუმ
ჯერჯერობით, რჩება ანდრე აიუ, მაგრამ განელის მომავალიც ბუნდოვანია, მას ხშირად უკავშირებენ "ვესტ ჰემ იუნაიტედს".
"სუონსის" სამიზნე ფერნანდო ლორენტო იყო, მაგრამ მას ესპანეთში უნდა დარჩენა. "თეთრი გედები" "ტოტენჰემის" ნასერ შადლისა და "ლესტერის" ლეონარდო ულოასაც უტრიალებენ, მაგრამ ჯერჯერობით, ტრანსფერები არ გაოფიციალურებულა, მიუხედავად იმისა, რომ ულოას ამბავი გადაწყვეტილი ჩანდა.
არადა, მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი და მისი თანაშემწე ალან კერტისი ნერვიულობენ, რადგან ახალი სეზონის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და გუნდი მომზადებული უნდა იყოს. "სუონსის" პირველი მატჩი 13 აგვისტოს პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ბარნლისთან" აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"