აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდიოდა და დრინკვოტერით ლონდონის "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული. ახლა კი, დრინკვოტერმა მომავალი ლესტერშირელებს დაუკავშირა და "დეზებს" ახლო მომავალში მისი ხელში ჩაგდების შანსი ნაკლებად ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ დრინკვოტერამდე კლუბთან კონტრაქტი რიად მაჰრეზმა, ჯეიმი ვარდიმ, კასპერ შმეიხელმა, უეს მორგანმა, ენდი კინგმა და მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გაახანგრძლივეს.
"უფრო ბედნიერი ვერ ვიქნები, ამ კლუბის რიგებში თამაში მსიამოვნებს
კლაუდიო რანიერი: "რაც გუნდში მოვედი, დენი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ფანტასტიკური ადამიანია. დრინკვოტერი მნიშვნელოვანია კლუბისთვის და პოპულარულია გასახდელში, სადაც თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. მინდა, ჩვენთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს".
დრინკვოტერი "ლესტერში" 2012 წელს " მანჩესტერიდან" გადავიდა, "წითელ ეშმაკებში" დამკვიდრება მას არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად დაეხმარა "მელიებს" გაჩემპიონებაში და ინგლისის ნაკრებში ადგილის მოპოვების იმედიც აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"